კონვერგენცია

კონვერგენცია
• ბუნებაში ხშირია ისეთი შემთხვევები, როცა ერთმანეთთან ნათესაურად დაკავშირებული სახეობები ივითარებენ ორგანოებს, რომლებიც მორფოლოგიურად და ფუნქციურად ერთმანეთს გვანან, რეალური წარმოშობა კი სრულიად სხვადასხვა აქვთ. ამ მოვლენას კონვერგენციას უწოდებენ. კონვერგენციის მაგალითები მრავლადაა. გავიხსენოთ თუნდაც თევზის, მაგალითად ზვიგენის და დელფინის ფარფლები. ხომ ძალიან ჰგვანან ისინი ერთმანეთს? თუმცა დელფინის ფარფლი სახეცვლილი კიდურია და ზვიგენის ფარფლს მხოლოდ იმიტომ ჰგავს, რომ იმავე (წყალში გადაადგილებისას) ფუნქციას ასრულებს.
• სხვადასხვა სახეობის ცხოველებში ნიშან-თვისებათა მსგავსება, რომელიც გამოწვეულია არა ამ ფორმების საერთო წარმოშობით, არამედ მსგავს გარემო პირობებში განვითარებით.
Source: აფთარი, გიურზა და სხვები... / [რედ.: ირაკლი მაჭარაშვილი] - თბ., 2002
• პოლიტი გამოყოფს კონვერგენციის შემდეგ ფორმებს: დისკურსული კონვერგენცია, გადაწყვეტილებების კონვერგენცია, პრაქტიკული კონვერგენცია, შედეგთა კონვერგენცია. ამ სტადიებს შორის ყველაზე ძნელი გამოსაკვლევი „პრაქტიკული კონვერგენცია“ და „შედეგთა კონვერგენციაა”. ამის გარდა, „კონვერგენცია ერთ რომელიმე სტადიაზე სულაც არ გულისხმობს კონვერგენციას მის მომდევნო სტადიაზე”. როგორც პოლიტი აღნიშნავს, „მოცემული ჰიპოთეზის თანახმად, კონვერგენციის მასშტაბი მკვეთრად მცირდება ამ ოთხი სტადიის ფარგლებში ყოველ მომდევნო სტადიაზე გადასვლისას“. OECD-ში შემავალ ქვეყნებისთვის აშკარად შეინიშნება დისკურსული კონვერგენცია და გადაწყვეტილებების კონვერგენციის გარკვეული ფორმა. მაგრამ საკმაოდ მწირი ინფორმაცია გვაქვს პრაქტიკული და შედეგთა კონვერგენციის არსებობის შესახებ.

See also: <<დისკურსული კონვერგენცია>>, <<გადაწყვეტილებების კონვერგენცია>>, <<პრაქტიკული კონვერგენცია>>, <<შედეგთა კონვერგენცია>>
Source: დემკე ქრისტოფ ევროპული საჯარო სამსახურები ტრადიციასა და რეფორმას შორის = European civil services between tradition and reform / ქრისტოფ დემკე; [მთარგმნ.: ლადო ლეკიაშვილი / რედ.: მარინა ივანიშვილი]; ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრი (CTC) - თბ.: სახ. მართვის ევროპული ინ-ტი, 2005

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем написать реферат

Полезное

Смотреть что такое "კონვერგენცია" в других словарях:

• დისკურსული კონვერგენცია — სულ უფრო მეტი ადამიანი მსჯელობს ერთსა და იმავე ცნებებზე.
See also: Source: დემკე ქრისტოფ ევროპული საჯარო სამსახურები ტრადიციასა და რეფორმას შორის = European civil services between tradition and reform / ქრისტოფ დემკე; [მთარგმნ.: ლადო… …   Georgian encyclopedia

• გადაწყვეტილებების კონვერგენცია — ხელისუფლება გადაწყვეტილებას იღებს ერთი კონკრეტულ ფორმის, პოლიტიკის ან მეთოდის სასარგებლოდ.
See also: Source: დემკე ქრისტოფ ევროპული საჯარო სამსახურები ტრადიციასა და რეფორმას შორის = European civil services between tradition and reform …   Georgian encyclopedia

• პრაქტიკული კონვერგენცია — სახელმწიფო სექტორის ორგანიზაციები მსგავსი სქემებით იწყებენ მუშაობას.
See also: Source: დემკე ქრისტოფ ევროპული საჯარო სამსახურები ტრადიციასა და რეფორმას შორის = European civil services between tradition and reform / ქრისტოფ დემკე;… …   Georgian encyclopedia

• შედეგთა კონვერგენცია — რეფორმები იძლევა მსგავს ან იდენტურ შედეგებს.
See also: Source: დემკე ქრისტოფ ევროპული საჯარო სამსახურები ტრადიციასა და რეფორმას შორის = European civil services between tradition and reform / ქრისტოფ დემკე; [მთარგმნ.: ლადო ლეკიაშვილი / …   Georgian encyclopedia

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»